Russian English
რომელი სკვერის „შეკეთება“ დაუჯდა მერიას 150 000 ლარი
კვირა, 03 სექტემბერი, 2017 - 14:05
როგორც მერიის ადმინისტრაცია იუწყება,  ნაძალადევის მოსახლეობას საშუალება ექნება განახლებულ სკვერში დაისვენონ.  სკვერი, პარკ–სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სრულად კეთილმოეწყო. გამართულ ინფრასტრუქტურასთან ერთად სკვერში მწვანე ნარგავებიც იქნება, დაიგო რულონური გაზონი და დაირგო 800 ძირი მარადმწვანე ბუჩქი. სკვერში მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.
„უახლოეს დღეებში აღდგება შადრევანი და აქ ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე იქნება. თითო რაიონის ტერიტორიაზე ასეთი ათი სკვერი განახლდება, რათა მეტი დასასვენებელი სივრცე გვქონდეს ქალაქში", - განაცხდა დავით ნარმანიამ რომელმაც ნაძალადევის რაიონში განახლებული სკვერი მოინახულა, მისივე თქმით სკვერის განახლებაზე  150 000 ლარი დაიხარჯა.
 
 
 
 
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.