Russian English
„გალერეა გა“ - ელიავას ბაზრობის „ევროპული“ მომავალი
ორშაბათი, 24 ივლისი, 2017 - 09:17
თბილისელების უმრავლესობამ არ იცის, თუ მასშტაბური პროექტი  ხორციელდება ელიავას ბაზრობაზე. უფროსწორედ, შეიძლება განორციელდეს, თუ ხელი არ შეუშალეს. თუ ვინ და რატომ შეიძლება შეუშალოს ხელი  დედაქალაქის და მისი მოსახლეობისთვის აუცილებელ პროექტს, ამის შესახებ  მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოგახსენებთ. მანამდე კი, გთავაზობთ შპს „ან-ჯი"-ს მიერ შემუშავებულ ტერიტორიის განვითარების გეგმას, უკვე აშენებულ ხუთსართულიანი შენობისა და პერსპექტიული ათსართულიანი შენობის კონცეფციას. ე.წ „გალერეა გა”-ს  საბოლოო სახეს, სადაც გათვალისწინებული იქნება  პირველ ოთხ სართულზე სავაჭრო ობიექტები,  დანარჩენი სართულები კი დათმობილი ექნება: საკონფერენციო დარბაზებს, ფიტნესს, სამედიცინო პუნქტს, ბავშვთა და საოფისე ოთახებს, კვების ბლოკს, მათ შორის რესტორანს, ბიზნეს-დიალოგის ოთახებს, საბანკეტო და საკონცერტო დარბაზებს და საცურაო კომპლექსს. 
აღნიშნულ კომპლექსში „ან-ჯი"-ს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მცირე მოცულობის მცენარეებითა და  შადრევნებით ტერიტორიის გალამაზება. ასევე შემდგომისთვის გათვალისწინებულია დამატებით ახალი შვიდსართულიანი სავაჭრო ცენტრის და მცირე მოცულობის სასაწყობო ობიექტის  მშენებლობა.
მშენებარე შენობების ქვემოთ მოწყობილი იქნება ორ სართულზე მანქანათა დასაყენებელი ადგილები, ასევე ეზოს ტერიტორიაზე 1500 კვ.მეტრზე გამოყოფილი იქნება ავტომობილების საპარკინგო  ადგილი. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული პროექტით დასაქმებულთა რიცხვი გაიზრდება სამჯერ და მშენებლობები განხორციელდება ისე, რომ არცერთი მოვაჭრე არ შეაჩერებს თავის საქმიანობას.
 
 
 
 
შემდგომი განვითარება
 
 
 
 
 
კომპლექსის ათ სართულიანი ასაშენებელი შენობა
 
 
 
 
 
„გალერეა გა“-ს საბოლოო სახე
 
 
მე-10 სართულზე მოსაწყობი საცურაო კომპლექსი 
 
 
 
 
 
პირველი სართულის გეგმა, სადაც განლაგებულია ლიფტები, კიბეები და ესკალატორი
 
 
ტერიტორიის განაშენიანების გენგეგმა
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.