Russian English
უკრაინული მედიის ცნობით - სააკაშვილი უკვალოდ გაქრა!
ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017 - 13:23
უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  „უკვალოდ გაქრა“ ლვოვის ოტელიდან, სადაც იგი 10 სექტემბერს გაჩერდა უკრაინის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შემდეგ.
სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მან  ზუსტად არ იცის სად იმყოფება მისი კლიენტი ამჟამად, თუმცა გამოთქვამს ვარაუდს, რომ მას შესაძლოა ჩერნოვციში გადაენაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ  სააკაშვილის დაცვა ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ იგი არსად არ აპირებდა წასვლას, სასტუმროს ადმინისტრაცია არ მალავს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი გავიდა და ნომერში აღარ დაბრუნებულა.
ამავე დროს,  სამართალდამცავების განცხადებით, სააკაშვილს ოლქის საზღვრები არ დაუტოვებია. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.