Russian English
ვარკეთილი - დედაქალაქის ცენტრალური ნაგავსაყრელი ხდება
ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2017 - 19:33
ფუტურისტული ინფრასტრუქტურის დევნაში, ტურისტების მატებასა  და ახალი სამშენებლო ობიექტების მომრავლებასთან ერთად, ქალაქი ივიწყებს ყველაზე მთავარს.
ნაგავი, რომელიც დედაქალაქის  ქუჩებში, მოედნებზე, ჩიხებში, სადარბაზოებში, სკვერებში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია - ნაგვის ურნები! მერედა, სად არის ისინი. აღარ არის! უფროსწორედ,  არის, მაგრამ მათი რაოდენობა დედაქალაქში კი არ განახევრდა, გამესამედდა. 
აღნიშნული პრომლემის შესასწავლად  ვარკეთილით დავიწყეთ. მთელი  რაიონის მოვლა არ დაგვჭირვებია, ამისთვის ერთი ქუჩაც საკმარისი აღმოჩნდა. 
 
 
ვარკეთილის მეტროსთან ახლოს მდებარე ხომლელის ქუჩას თავისუფლად შეგიძლიათ უწოდოთ  ერთი დიდი ნაგვის სათლი!!! 
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, სადაც ჩემი „შთაგონების წყარო“ უშუალოდ ერთი ქუჩა გახდა.
როდესაც ყოველივე ამას უყურებ, რომან „შანტარამის“ მთავარ გმირად  წარმოგიდგენია თავი, რომელიც პირველად თავის სიცოცხლეში ეცნობა ნაგავსაყრელებად გადაქცეულ დასახლებულ უბნებს.
 
 
სულაც არ არის საჭირო შორს წასვლა, ერთ ადგილზე მოქუჩული ნაგავი  რომ იხილო. ამისთვის, ზოგჯერ, სადარბაზოდანაც არ არის საჭირო გასვლა.
 
 
ასეთი სურათი შეგიძლიათ იხილოთ ქუჩის მთელ გაყოლებაზე.
 
 
ეს ფოტო გადაღებულია ერთ-ერთ საბავშვო მოედანზე, სადაც ხალხს მოსწყინდა მერიის ქმედებათა ლოდინი. უბნის მცხოვრებლებმა თავადვე შეაკოწიწეს ნაგვის ურნის მაგვარი რამ. თუმცა, რატომღაც ამ უკანასკნელის დაცლაც პრობლემა აღმოჩნდა დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურისთვის.
 
 
ხომლელის ქუჩის დასაწყისიდან ბოლომდე დგას მხოლოდ სამად-სამი ნაგვის ურნა. ისინი არ კმარა, რა თქმა უნდა. თანაც, სამივე ისე არის განთავსებული, რომ გზად მიმავალს რამის გადაგდება რომ მოგინდეთ,   ურნას შორი-ახლოს ვერსად დაინახავთ.
შორი ახლოს არა, ახლოს გვინდა ევროპასთან მისვლა...  ქართული პოლიტიკის სლოგანი!  
იქნებ ჩვენ მაინც არ გადავაქციოთ ჩვენი  ქალაქი ერთ დიდ ნაგავსაყრელად. იქნებ არ დაველოდოთ  სასწაულს სახელად მსტოვრები მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან და თავად ავიღოთ ხელში ჩვენი ქუჩების სისუფთავე. იქნებ გავხადოთ ჩვენი უბანი  უფრო სუფთა და მყუდრო. მთავარია სურვილი იყოს...
 
მიშა ქებურია 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.