Russian English
დავით ქაცარავა: „ეს ბიჭი ლგბტ-ზე საკუთარი აზრის გამო სკოლიდან გარიცხეს, ნუ მივატოვებთ“
სამშაბათი, 07 ნოემბერი, 2017 - 21:10
„დღეს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ გამრიცხა სასწავლებლიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მე ჩემი აზრი გამოვთქვი ლგბტ ხალხზე! ეს გარიცხვა მოხდა საჯაროდ, მაყურებლების თანდასწრებით ანუ ჩემი ყველა სტატუსი დასქრინა და თავის გვერდზე გადაუტანია, სადაც ჩემი გარიცხვის თაობაზე ისაუბრა!! ამის შემდეგ წავიდა კომენტარები და მომახდინეს უმცირესობაში. წერდნენ სასწაულ კომენტარებს: „შენს ადგილზე რომ ვიყო, თავს არ ვიცოცხლებდი, შენ შვილო ისტორია წაიკითხე და მიხვდები ჭეშმარიტებასო“ და ა.შ.უამრავი გამლანძღველის გამო შენდეგ ეს სტატუსი წაშალა და დავრჩი ასე დამცირებული:) მე ვაგრძელებ ბრძოლას სიმართლისთვის და ვთლი რომ ჩემს მიმართ დაჩაგვრის მეთოდიკა იქნა გამოყენებული. ამის გამო უახლოეს პერიოდში ვაანონსებ აქციას ახალგაზრდული ცენტრის წინ და ასევე მივმართავ შესაბამის ორგანოებს. ჩემი აზრის გამოთქმის უფლების წართმევისთვის და საჯაროდ გალანძღვისთვის! ბრძოლა გამარჯვებამდე!!“ - ეს პოსტი ქუთაისის მედიასკოლის მსმენელს   ანზორ სვიანაძეს ეკუთვნის. 
ამ პოსტს მსახიობი დავით ქაცარავა გამოეხმაურა:
„ჩემდა გასაკვირად, სულ რამოდენიმე ადამიანი ჩაერთო ამ თემის ირგვლივ დისკუსიაში. რბილად რომ ვთქვა, გამოვშტერდი, თვალებს ვერ დავუჯერე, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩემი 5 000 მდე ფეისბუქ მეგობრებს შორის სულ რაღაც 100 მდე ადამიანმა დაალაიქა და ალბათ 10-15 ადამიანი ჩაერთო განხილვაში! 
ორი კითხვა მაქვს - 1. ნუთუ მართლა თვლით რომ საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის სკოლის მოსწავლე უნდა გაირიცხოს სკოლიდან? და აქ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მძაფრი იყო მისი აზრი და ამ აზრის გადმოცემის ფორმა.
2. ვუშვებ ასევე იმ აზრს, რომ არ მოგწონთ ის რაც ხდება, თვლით რომ არ არის გასაგდები ეს ბიჭი სკოლიდან... მაგრამ რატომ ხართ ჩუმად? ხომ არ გეშინიათ ლგბტ თემის? სამსახურების დაკარგვის ხომ არ გეშინიათ?
სად ხართ ჟურნალისტებო, უფლებადამცველებო, მინისტრებო და ჩინოვნიკებო? სად ხართ რიგითო ქართველებო, გორგასლის და აღმაშენებლის შთამომავლებო? არ არის საგანგაშო, რაც ხდება თუნდაც ამ კონკრეტულ შემთთხვევაში? თუ ხმას დღეს არ ამოიღებთ, ხვალ თქვენ შვილებს დაჩაგრავენ, თქვენ კი მშობელ #1 ან #2 იარლიყს აგაკრავენ! 
მაგრად მკიდია, დამიძახონ ზე ნასწავლ-განვითარებული საზოგადოების წევრებმა ბნელი და გაუნათლებელი, ჩამორჩენილი და ჰომოფობი! მე ვიბრძოლებ ბოლომდე, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია თავისუფალი აზრის, თავისუფალი სულის ჩახშობა და ამის წარმატებული კამპანია მიმდინარეობს საქართველოში!
ხვალ, „იმედის დილაში“ ისაუბრებს ანზორი სვიანაძე და იქნებ მომართოთ თქვენი ტელევიზორები რომ მოისმინოთ თავისუფალი აზრი!
გაიღვიძეთ დღეს! ხვალ გვიანი იქნება! დაუდექით ამ ახალგაზრდას გვერდით და ნუ დაღუპავთ ამ ახალგაზრდას! და ის დაიღუპება არა იმიტომ რომ სკოლიდან გარიცხეს, სხვა, ბევრად მაგარ სკოლას იპოვის, არამედ იმიტომ რომ დაინახავს, რომ ის მიაგდეს, არ დაეხმარნენ და არ დაიცვეს!
ძალა ერთობაშია! მხოლოდ ესე გადავრჩებით!“ - წერს დავით ქაცარავა
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.