Russian English
მისისიპელი გია კორკოტაშვილი შტატის გუბერნატორი გახდა
ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2017 - 14:48
მისისიპის შტატის გუბერნატორმა ფილ ბრაიანტმა, ამ პოსტზე არჩევისთანავე ჯერ კანონპროექტი გაიტანა, შემდეგ კი დააკანონა კიდეც.    კერძოდ, მან მოაწერა ხელი კანონს, რომელიც სახელმწიფო და კერძო კომპანიებს უფლებას აძლევს უარი განაცხადონ ერთსქესიან წყვილთა მომსახურებაზე, თუ ეს ეწინააღმდეგება მათ რელიგიურ მოსაზრებებს. ამის შესახებ პირველად სწორედ Associated Press -მა განაცხადა.
მიუხედავად გეი-აქტივისტებისა და   უფლებადამცველების პროტესტისა, კანონი ძალაში შევიდა. 
ახალი ნორმატიული აქტი იცავს მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. კანონის მიხედვით, საქველმოქმედო ორგანიზაციები და კერძო სექტორი აღარ გაუწევს მომსახურებას მათ, ვისი ცხოვრების წესიც მათ ცხოვრების წესს შეურაცხყოფს. კერძოდ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ხელმძღვანელობას  შეეძლებათ ლგბტ ადამიანებს უარი უთხრან სამსახურში აყვანაზე, საცხოვრებელზე, შვილად აყვანის უფლებაზე, ქორწინების ლიცენზიაზე და ა.შ..
აქვე დავძენთ, რომ კანონი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ვისაც არ სურს, გაემიჯნოს  და გეი-წყვილებსაც აღმოუჩინოს სერვისი. ანუ ნებაყოფლობითია.
შტატის გუბერნატორ-რესპუბლიკელის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ზუსტად მისდევს აშშ-ს კონსტიტუციის პირველი  ჩასწორებას, რომელიც სარწმუნოებრივ თავისუფლებას ეხება.
 
 
 
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.