Russian English
ბავშვთა სამედიცინო სერვისი, რომელსაც „ჟვანიას კლინიკაში“ აღმოგიჩენენ
ორშაბათი, 27 ნოემბერი, 2017 - 09:13
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა - მრავალპროფილური ბავშვთა საავადმყოფო - პაციენტებს სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სტაციონარულ და ამბულატორულ მომსახურებას.
კლინიკა დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებით. 
კლინიკაში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:
ქირურგიის სამსახური  მოიცავს ბავშვთა ზოგად ქირურგიას, ყბა-სახის ქირურგიას, ოტორინოლარინგოლოგიას, ოფთალმოლოგიას და ორთოპედია-ტრავმატოლოგიას, ენდოსკოპური, გასტროსკოპური და კოლონოსკოპური კვლევით. კლინიკაში ტარდება განვითარების თანდაყოლილი მანკების კერძოდ - ტუჩისა და სასის ნაპრალის კორექცია, თერაპიული სტომატოლოგია ზოგადი ანესთეზიით. ასევე  - ბავშთა სხვადასხვა ქირურგიული პათოლოგიის მკურნალობა ლაპარასკოპული მეთოდით.
თერაპიის სამსახური მოიცავს პედიატრიის შემდეგ დარგებს: ნეონატოლოგია, კარდიოლოგია-რევმატოლოგია, ჰემატოლოგია, ნევროლოგია, გასტროენტეროლოგია, პულმონოლოგია და ალერგოლოგია.
კრიტიკული მედიცინის სამსახურში ფუნქციონირებს ახალშობილთა და მოზრდილ ბავშვთა ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია.
ანესთაზიოლოგიის სამსახური და საოპერაციო ბლოკი.
ენდოკრინოლოგიურ სამსახურში ასევე ფუნქციონირებს დიაბეტური სკოლა პაციენტებისა და მათი მშობლებისათვის.
სასწრაფო გადაუდებელი სამსახური (EMERGENCY) და ამბულატორია - რაბიოლოგია, ფიზიოთერაპია, ოზონოთერაპია.
კლინიკის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური სამსახური აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ტომოგრაფით.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.